სალუქვაძე ექვსიანით სიმბოლურშია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლაშა სალუქვაძის "რუბინმა" ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" სტუმრად 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. სალუქვაძემ მატჩი ჩაამთავრა, ანანიძე კი 55-ე წუთზე შეცვალეს. ტურის შედეგების შეჯამებისას, პოპულარულმა "სპორტ ექსპრესმა" ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მოსკოვურ მატჩში გამორჩეული ლაშა სალუქვაძეც არ დავიწყნია. ჩვენი ნაკრების მცველის თამაში გამოცემამ 6 ბალით შეაფასეს და სიმბოლურ ნაკრებში ჩვეულ პოზიციაზე, მარჯვენა მცველად დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული