11:24 10-09-2016
ლეგიონი: გიორგი მერებაშვილის მეორე გოლი და მოგება ექსტრაკლასაში [VIDEO]
AutoSharing Option
26-ე წუთზე ანგარიში სწორედ მერებაშვილმა, ცოტა არ იყოს, კურიოზულ ვითარებაში გახსნა. მისი თანაგუნდელის მიერ უხეიროდ შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ - მეორეს, გიორგიმ კი ყველას დაასწრო და კარში გადაგზავნა.
მერებაშვილმა მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს, თუმცა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც შეძლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ პლოცკის "ვისლას" 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში დროებით მე-8 ადგილს იკავებს.
ექსტრაკლასაში მორიგი ტურის მატჩს დღეს სტუმრად ჩაატარებს ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ვარშავის "ლეგია", რომელიც სტუმრად "ტერმალიცას" შეხვდება. 12 სექტემბერს ითამაშებს ლაშა დვალის "შლიონსკი", რომელიც საკუთარ მოედანზე "ლეხს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შანსს არასოდეს არ აძლევენ გადახედეთ მაგის სანაკრებო თამაშებს და დარწმუნდებით 15 ან 20 წუთის სათამაშო დრო არასოდეს არ მიუციათ თან თავის პოზიციაზე არასოდეს არ დაუყენებიათ............
0
0
შანსს არასოდეს არ აძლევენ გადახედეთ მაგის სანაკრებო თამაშებს და დარწმუნდებით 15 ან 20 წუთის სათამაშო დრო არასოდეს არ მიუციათ თან თავის პოზიციაზე არასოდეს არ დაუყენებიათ............
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული