11:24 10-09-2016
ლეგიონი: გიორგი მერებაშვილის მეორე გოლი და მოგება ექსტრაკლასაში [VIDEO]
AutoSharing Option
26-ე წუთზე ანგარიში სწორედ მერებაშვილმა, ცოტა არ იყოს, კურიოზულ ვითარებაში გახსნა. მისი თანაგუნდელის მიერ უხეიროდ შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ - მეორეს, გიორგიმ კი ყველას დაასწრო და კარში გადაგზავნა.
მერებაშვილმა მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს, თუმცა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც შეძლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ პლოცკის "ვისლას" 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში დროებით მე-8 ადგილს იკავებს.
ექსტრაკლასაში მორიგი ტურის მატჩს დღეს სტუმრად ჩაატარებს ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ვარშავის "ლეგია", რომელიც სტუმრად "ტერმალიცას" შეხვდება. 12 სექტემბერს ითამაშებს ლაშა დვალის "შლიონსკი", რომელიც საკუთარ მოედანზე "ლეხს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როცა დაუძახეს და ითამაშა ნაკრებში რა გააკეთა???? წელიწადში ერთხელ ვიღაცას გაუვარდება და გოლს გაიტანს ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს!!!!!!!!!!!!!!!
0
0
არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ნაკრებში ვერასოდეს თავი ვერაფრით გამოიჩინა,ნაკრებს ვერასდროს წაადგა,შეიძლება ვცდები მაგრამ ვერ ითამაშა,ახლაც ასე ვფიქრობ ნაკრებს ვერაფერში გამოადგება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული