"როგორც მე ვიცი, მას დიდი პაუზა ჰქონდა, ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში ვერ არის. რითი მიიქცია მან ჩვენი ყურადღება? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველების ძლიერი მხარე ტექნიკაა.
ოქრიაშვილს არასტანდარტული დრიბლინგი აქვს და არასტანდარტული საფეხბურთო აზროვნება. ვფიქრობ, ის გუნდს დაეხმარება", - განაცხადა ბუზნიკინმა.
შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარმა" ქართველ ფეხბურთელთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.