ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიას" დროებით სერბი სპეციალისტი გაწვრთნის

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობს, უახლოეს პერიოდში სერბი ალექსანდარ ვუკოვიჩი გაწვრთნის.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გუშინ, 20 სექტემბერს დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" მე-9 ტურში შინ "ზაგლებიესთან" ყაზაიშვილის გარეშე ანგარიშით 2:3 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი გაათავისუფლა. ვუკოვიჩი კლუბში სწორედ ჰასის ასისტენტი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული