გიორგი ჭანტურიამ "ურალის" შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
21 სექტემბერს გიორგი ჭანტურიას "ურალმა" რუსეთის თასის 1/16-ფინალური შეხვედრა სტუმრად "ჩელიაბინსკის" წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

გუნდის ქართველმა შემტევმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მატჩის მე-15 წუთზე ჭანტურიამ ჯერ დააწინაურა თავისიანები, 50-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჭანტურია მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის თასის გათამაშებას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა. 21 სექტემბერს, ხაბაროვსკში, ადგილობრივ "სკა-ხაბაროვსკთან" გამართულ შეხვედრაში მოსკოველები მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

- ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის თასის
გათამაშებას გამოეთიშა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭანტურია თუ სერიოზულად მიუდგება საქმეს და შრომას მოუმატებს ის კარგ ფეხბურთს ითამაშებს ამისთვის მას აქვს მონაცემები.საქართველოს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები უბრალოდ ზოგიერთს ჭირდება სერიოზული მუშაობა თავიანთ თავზე.
bebeto
18:56 21-09-2016
0
რა ტამა7ია 3 კაცი რო ზის ტრიბუნაზე
vitom pexburteli
16:45 21-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული