ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი პოლონეთის ექსტრაკლასაში "ლეხიასთან" შედგა

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. პოლონეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილს.

ყაზაიშვილის ვარშავის "ლეგიამ" "ლეხიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა. ვაკო სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 3:0 იყო. ყაზაიშვილმა დუბლის ავტორი გილიერმე შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგერამ კომენტარი გააკეთა: "გუნდში კვლავაც არსებობს პრობლემები და მათ მოგვარებაზე ვმუშაობთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, მაგრამ ვინც თავის ქვეყნის ნაკრებში არაა გამოძახებული, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ჯერაც არ
ვიცი, მზადაა თუ არა ის შემდეგ ტურში 90 წუთის სათამაშოდ. დავაკვირდები და თუ დავრწმუნდი, რომ მზადაა, ითამაშებს".
ასევე დაგაინტერესებთ