ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ურალის" გულშემატკივრებმა გიორგი ჭანტურია "ტომთან" მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
"ურალის" გულშემატკივრებმა გიორგი ჭანტურია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, სტუმრად "ტომთან" ჩატარებულ მატჩში, თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა "ურალის" ოფიციალური საიტის ფორუმზე გაიმართა და სასიხარულოა, რომ ჭანტურიამ თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო.

"ტომთან" შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა თამაში სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. კუთხურიდან მისი ჩაწოდების შემდეგ კი "ურალმა" გოლი გაიტანა და ქულა მოიპოვა - 1:1.

- ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას კუთხურმა "ურალს" ქულა გადაურჩინა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ