ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ის დაწინაურებას იმსახურებს - გიორგი ლორია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში"?

AutoSharing Option
როგორც რუსული championat.com-ი იუწყება, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ამჟამინდელი მეკარის, იური ლოდიგინის გამოსვლით უკმაყოფილოა, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი მეკარის შეძენას ეცდება.

საიტი იმ შესაძლო მეკარეთა სიასაც აქვეყნებს, ვინც შეიძლება სანკტპეტერბურგელებმა შეიძინონ. ერთ-ერთი ასეთი კი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორიაა.

"რუსეთის პრემიერლიგის ამჟამინდელი სეზონის ყველაზე საიმედო და დამაჯერებელი მეკარე გიორგი ლორიაა. სეზონის დასაწყისში ლორიას მიერ მოგერიებული ბურთების რაოდენობა 90%-ს შეადგენდა. "კრილიას" რამდენიმე თამაშში ქულა მან მარტომ მოუტანა.

ერთი წლის წინ ქართველს "ჩელსიშიც" შეეძლო გადასვლა, მაგრამ ვიზის გამო ვერ
შეძლო. იმ დროის შემდეგ ლორია რუსულ მოედნებზე ბრწყინავს და ჩვენს ფეხბურთში გატარებულ 1 წელიწადში დაამტკიცა, რომ დაწინაურებას იმსახურებს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება პოტენციური მყიდველები შეაშინოს, ეს ლორიას პასპორტია - მას რუსული პასპორტი არ აქვს, ეს საკითხი კი რუსული კლუბებისთვის პრინციპულია", - წერს საიტი.