ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილი "რეალთან" მატჩისთვის "ლეგიას" გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მადრიდის "რეალთან" მატჩისთვის გუნდის 23-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

ყაზაიშვილის "ლეგია" "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხვალ დაუპირისპირდება. მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ორი ტურის შემდეგ "ლეგია" უქულოდაა.