"რაპიდის" თავკაცი: ქვილითაიასა და იელიჩის დუეტმა კარგად ითამაშა

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიამ "რაპიდის" რიგებში პირველი გოლი "ლინცთან" სტუმრად 4:0 მოგებულ მატჩში გაიტანა და მწვრთნელის, გერმანელ მიხაელ ბუსკენსის შექებაც დაიმსახურა.

გერმანელმა მწვრთნელმა სეზონში პირველად დააყენა შეტევაში ორი ცენტრფორვარდი, მატეი იელიჩი და გიორგი ქვილითაია.

"ამ სიახლემ კარგად იმუშავა, იელიჩმა და "ქვილიმ" კარგად ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ თავდამსხმელის რაოდენობაშიც არ არის საქმე. წინა ორ თამაშში 56-ჯერ დავარტყით მეტოქეთა კარისკენ, თუმცა სულ ერთი ფორვარდი გვყავდა", - განაცხადა ბუსკენსმა, რომელიც ადრე "შალკეს" მწვრთნელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული