ლაშა დვალი: ამ მატჩის წინ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში ლაშა დვალის "შლიონსკი" 29 ოქტომბერს სტუმრად "გორნიკს" დაუპირისპირდება. "შლიონსკი", რომელიც 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მე-12-ადგილოსან "გორნიკს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პოლონურ მედიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

- ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება 6 ქულად ფასობს. თანაც, ყველა მატჩის მოგება გვმართებს - ჩვენთვის ქულების დაკარგვა აღარ შეიძლება. ამ მატჩის წინ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ.

გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი. გვჯერა, რომ 3 ქულის მოპოვებას შევძლებთ. ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, მაგრამ
ეს ჯერ ჩვენი მაქსიმუმი არაა. ისეთი ფეხბურთის თამაში გვსურს, რომლითაც გულშემატკივარს გავახარებთ და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით", -ციტირებს დვალს eurosport.onet.pl.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული