ლეგიონი: გიორგი ქვილითაიას პირველი სასტარტო ჩემპიონატში და საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ავსტრიის ჩემპიონატის მე-13 ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გიორგი ქვილითაიას გუნდი ვენის "რაპიდი" "ადმირას" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 69 წუთი ითამაშა, მატჩის 29-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ქვილითაია "რაპიდის" ძირითად შემადგენლობაში სულ სამჯერ მოხვდა - დღემდე ორჯერ ქვეყნის თასზე, დღეს კი - პირველად ჩემპიონატშიც.

"რაპიდი" 20 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ქვილითაია წინ, თან როგორ წყალივით გვჭირდება კარგი გამტანი ფორვარდი.
გოგა
10:16 31-10-2016
0
ქვილითაია თანდათან კიდევ მოუმატებს, კარგია რომ რაპიდის ძირითადში თამაშობს,შრომა უნდა გააგრძელოს,რაპიდი მაღალი დონის კლუბია.ნაკრებში ქვილითაიას შეუძლია პირველი ფორვარდი გახდეს.
bebeto
19:34 30-10-2016
0

სიახლეები პოპულარული