დანიის სუპერლიგაში "სილკებორგმა" საკუთარ მოედანზე 3:0 მოუგო "ესბიერგს" და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. მესამე გოლი დავით სხირტლაძის პასით გავიდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი 81-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
კვიპროსის მთავარ დივიზიონში "ახნასმა" შინ 2:1 მოუგო "ანორთოსისს". ჩვენებურებიდან "ახნასის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გია გრიგალავა და ნიკა კაჭარავა (დამატებულ მე-5 წუთზე სათადარიგოებში გადაინაცვლა), ხოლო გიორგი ილურიძემ 77-ე წუთზე რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი შეცვალა. 14-გუნდიან დივიზიონში "ახნასი" 11 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-9 ადგილზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"