ლეგიონი გუშინ: დავით სხირტლაძის საგოლე პასი დანიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ნოემბერს ევროპაში რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

დანიის სუპერლიგაში "სილკებორგმა" საკუთარ მოედანზე 3:0 მოუგო "ესბიერგს" და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. მესამე გოლი დავით სხირტლაძის პასით გავიდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი 81-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
კვიპროსის მთავარ დივიზიონში "ახნასმა" შინ 2:1 მოუგო "ანორთოსისს". ჩვენებურებიდან "ახნასის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გია გრიგალავა და ნიკა კაჭარავა (დამატებულ მე-5 წუთზე სათადარიგოებში გადაინაცვლა), ხოლო გიორგი ილურიძემ 77-ე წუთზე რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი შეცვალა.

14-გუნდიან დივიზიონში "ახნასი" 11 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-9 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული