ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავამ და "რეიმსმა" გამარჯვება გაიხსენეს

AutoSharing Option
გუშინ, 28 ნოემბერს, ევროპულ სტადიონებზე ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის გათამაშებაში ჯაბა კანკავას "რეიმსმა", ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, შინ ანგარიშით 1:0 მოუგო "ნიორს". საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სრულად ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ "რეიმსმა" 29 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში დროებით მეორე ადგილზე აღზევდა, თუმცა მისი გადასწრების შანსი ერთბაშად ორ გუნდს აქვს, რომლებსაც თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატში ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ლეხიასთან". ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

ძალამიძის გუნდის
მდგომარეობა მძიმეა - 17 ტურის შემდეგ "ლენჩნას" 14 ქულით ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილი უკავია.

* * *
ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე ბოლოს გაუშვა გოლი "ზირასთან" და ფრეს დასჯერდა - 1:1. "ინტერის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული