საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის გათამაშებაში ჯაბა კანკავას "რეიმსმა", ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, შინ ანგარიშით 1:0 მოუგო "ნიორს". საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სრულად ითამაშა.
ამ გამარჯვების შემდეგ "რეიმსმა" 29 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში დროებით მეორე ადგილზე აღზევდა, თუმცა მისი გადასწრების შანსი ერთბაშად ორ გუნდს აქვს, რომლებსაც თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
* * *
პოლონეთის ჩემპიონატში ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ლეხიასთან". ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო. ძალამიძის გუნდის
* * *
ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე ბოლოს გაუშვა გოლი "ზირასთან" და ფრეს დასჯერდა - 1:1. "ინტერის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.