აირჩიე ნოემბრის თვის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი [VIDEO]

AutoSharing Option
Sportall.ge მკითხველს სთავაზობს ნოემბრის თვის საუკეთესო ლეგიონერის 8 კანდიდატურას.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 8 ფეხბურთელი, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი ნოემბერში და არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია.

აკაკი გოგია ("დინამო" დრ, გერმანია)
24 წლის. 3 თამაში, 4 გოლი

რაღა ვთქვათ - გოგია ამ თვეში ბრწყინავდა II ბუნდესლიგაში. მან ჯერ დიუსელდორფში შეასრულა დუბლი, შემდეგ კი დრეზდენში "ფიურტის" წინააღმდეგ. დღეისათვის გოგია II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია.
გოგიას დუბლი "ფორტუნასთან"
Sportall.Ge

გოგიას დუბლი "ფიურტის" კარში
Sportall.Ge

გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია)
23 წლის. 6 თამაში, 2 გოლი

ქართველი
ფორვარდი საბოლოოდ დამკვიდრდა "რაპიდის" შემადგენლობაში. მან ჯერ ევროპალიგაზე გაიტანა "სასუოლოს" კარში, შემდეგ კი ავსტრიულ ბუნდესლიგაშიც შედგა მისი სადებიუტო გოლი "შტურმთან" თამაშში.
ქვილითაიას გოლი "შტურმის" კარში
Sportall.Ge

ქვილითაიას გოლი "სასუოლოს" კარში
Sportall.Ge

ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი)
30 წლის. 4 თამაში

ჯაბა "რეიმსში" უპრობლემოდ დაბრუნდა, "ნიორთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი)
23 წლის. 3 თამაში, 1 გოლი

გიორგი "ლოკომოტივთან" მატჩში მძიმედ დაშავდა და დაახლოებით ნახევარი წელიწადი ვერ ითამაშებს. დასანანია, რადგან ის კარგ ფორმაში იყო, ამ თვეში მან თანამემამულე გიორგი ლორიას გაუტანა რუსული პრემიერლიგის მატჩში და ეს მისი ზედიზედ მეორე გოლი იყო ჩემპიონატში.
ჭანტურიას გოლი ლორიას კარში
Sportall.Ge

თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი)
24 წლის. 2 თამაში, 1 გოლი

თორნიკე ძირითადად იმ სუპერგოლის გამო შევიყვანეთ ნომინანტებში, რომელიც მან "ზენიტს" გაუტანა.
ოქრიაშვილის გოლი "ზენიტის" კარში
Sportall.Ge

ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი)
21 წლის. 3 თამაში, 1 გოლი

"შლიონსკის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, "ზაგლებიეს" გაუტანა. ეს მისი მეორე გოლია პოლონურ კარიერაში.
დვალის გოლი "ზაგლებიეს" კარში
Sportall.Ge

გიორგი მერებაშვილი ("პლოცკი", პოლონეთი)
30 წლის. 3 თამაში, 1 გოლი

ახლახან გაიტანა პოლონეთის ჩემპიონატში მეოთხე გოლი "ლეხიას" კარში. პოლონური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
მერებაშვილის გოლი "ლეხიას" კარში
Sportall.Ge

ავთო ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
25 წლის. 3 თამაში, 1 გოლი

ნოემბრამდე ავთოს ოფიციალურ მატჩში ივნისის მერე არ უთამაშია. მან ტრავმა მოირჩინა და "ჟილ ვისენტეს" კარგი თამაშით დაუბრუნდა. "პორტუს" მეორე გუნდს ჩვენებურმა გოლიც გაუტანა.
ებრალიძის გოლი "პორტუს" კარში
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საიტის მკითხველებმა ოქტომბერში ვაკო გვილია (33,7%), დავით სხირტლაძე (26,4%) და ჯანო ანანიძე (25,1%) გამოარჩიეს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ ნოემბრის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად?
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგია რა შუაშია? ბარემ ჯოშუა კიმიხიც ჩაგეწერათ
0
ოქრიაშვილი არა პაპაჩემის დედა :) ოქრი ყველას გვიყვარს და ნაკრებშიც საუკეთესოა მაგრამ გოგიამ დაანგრია წელს ყველაფერი :) ამ თვეში 3 თამაშში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა - თან გოლებსაც ხომ გააჩნია :)
Tbiliseli
17:28 02-12-2016
0

სიახლეები პოპულარული