ლეგიონი: ვაკო ყაზაიშვილმა და "ლეგიამ" ვარშავაში ქულები დაკარგეს

AutoSharing Option
2 დეკემბერს პოლონეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები დაუპირისპირდნენ. ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" ვარშავაში პლოცკის "ვისლას" უმასპინძლა, რომლის ღირსებას გიორგი მერებაშვილი იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ "ლეგია" ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე ითამაშა ყაზაიშვილმა, რომელიც მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. სტუმართა განაცხადში კი არ ყოფილა გიორგი მერებაშვილი.

"ლეგიას" 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, 18 ქულით მე-14 პოზიციაზეა "ვისლა".

ამავე ჩემპიონატში ტურის მატჩს
დღეს ჩაატარებს ლაშა დვალის "შლიონსკი", რომელიც საკუთარ მოედანზე "პოგონს" მიიღებს, ხოლო ნიკა ძალამიძის გუნდი "გურნიკი" 4 დეკემბერს "კრაკოვიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული