ლეგიონი. "ეთნიკოსმა" "არისს" ნიკა კაჭარავას დუბლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში დუბლი გაიფორმა ნიკა კაჭარავამ. კაჭარავას "ეთნიკოსმა" "არისს" უმასპინძლა და მეტოქე სწორედ ქართველი ფორვარდის გოლებით დაამარცხა - 2:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კაჭარავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლები 47-ე და 61-ე წუთებზე გაიტანა, 84-ე წუთზე კი მოედანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის დროს კაჭარავას საგოლე გადაცემა ნიკა ყიფიანმა გაუკეთა, რომელმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 76 წუთი დაყო.

"ეთნიკოსის" შემადგენლობაში შეუცვლელალდ ითამაშა გია გრიგალავამ, გიორგი ილურიძე კი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

14 ქულით "ეთნიკოსი" სატურნირო
ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორი ამბალია :დ და მაინც რა ტექნიკურია :) თავით ხომ მაგრად თამაშობს მაგრამ ასევე ორივე ფეხით! :) იმედია განაგრძნობს პროგრესს
თბილისელი
21:49 04-12-2016
0
მწვრთნელია და პასუხისმგებელიც შედეგზე,მაგრამ ადეკვატური გადაწყვეტილება იყო კაჭარავას იგნორირება მოლდოვასთან?(((ან მანამდე ავსტრიასთან შემადგენლობაში რამდენიმე პოზიციაზე ძალიან სადავო გადაწყვეტილება...შედეგად–4თამაშიდან 2 ქულა
ზაზა
23:32 04-12-2016
0

სიახლეები პოპულარული