ნოემბრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
საიტის მკითხველებმა უკვე დაასახელეს თვის საუკეთესო ლეგიონერები. გამოკითხვაში, რომელშიც 2 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა თორნიკე ოქრიაშვილმა (კრასნოდარი). მეორე ადგილზე გავიდა აკაკი გოგია (დინამო დრეზდენი), მესამეზე - გიორგი ქვილითაია (რაპიდი).

მკითხველის შემდეგ საუკეთესო სამეული 8 ნომინანტიდან საიტის რედაქციამაც დაასახელა და ამჯერად, ჩვენი შეფასებები ერთმანეთს დაემთხვა.

9 ქულით გაიმარჯვა თორნიკე ოქრიაშვილმა, 8 ქულით მეორე ადგილზე აკაკი გოგია გავიდა, ხოლო 3 ქულით მესამე ადგილზეა გიორგი ქვილითაია.

ქულები მიიღეს ლაშა დვალმა (შლიონსკი) და გიორგი ჭანტურიამაც (ურალი) - 1-1.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგია ლეგიონერი არაა, თავისი ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს და რომელი ქვეყნის ლეგიონერად თვლით თქვენ?
0
ეტყობა არ იციან ლეგიონერის მნიშვნელობა? ადამიანი თამაშობს იმ ლიგაში რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა. ანუ, თავის ქვეყანაში და სადაური ლეგიონერია?
ქომაგი
13:11 06-12-2016
0

სიახლეები პოპულარული