თორნიკე ოქრიაშვილი: ისე გამოვიდა, რომ თურქეთში პურის ფულზე ვთამაშობდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ზენიტს" სუპერგოლი გაუტანა, რუსეთში კვლავაც ყველა გამოცემისთვის სასურველი რესპონდენტია.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]
- როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს [VIDEO]

თორნიკემ ამჯერად ვრცელი ინტერვიუ პოპულარულ საიტ championat.com-ს მისცა, სადაც სხვასთან ერთად, თურქეთში გატარებულ პერიოდზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან, სადაც ის თურქეთში, "ესქიშეჰირსფორში" იჯარით გატარებულ პერიოდს იხსენებს. თორნიკემ უელსი-საქართველოს მატჩში გარეთ ბეილის "უცნაურ" ქცევაზეც ისაუბრა.

- ჩემ კარიერაში თურქული
ეტაპი უხელფასობით დამამახსოვრდა (იცინის). "ესქიშეჰირსფორში" ყოფნისას ხუთი თვის განმავლობაში ფული თვალითაც არ მინახავს. მას შემდეგ, რაც "გენკში" პეტარ მასთან (მწვრთნელი) კონფლიქტი მომივიდა, სასწრაფოდ სადმე უნდა გადავსულიყავი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს თურქული ვარიანტი გამოჩნდა, გუნდის ფინანსური მდგომარეობის შესახებ კი არაფერი ვიცოდი. ჩავედი თუ არა, ბიჭებმა მაშინვე ეს მითხრეს: "ხელფასი? არც ელოდო. კლუბს ვალები აქვს..."

- პურის ფულზე თამაშობდი?
- მართლაც. თავადაც ხშირად ვხუმრობდი, რომ პურის ფულზე ვთამაშობდი - კლუბის ბაზაზე კვება ნორმალური იყო. უფასო.

სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ - თურქეთის ჩემპიონატი მაღალი კლასის, საკმაოდ ძლიერი ტურნირია. ატმოსფერო ტრიბუნებზე კი გადასარევია - ყველა ემოციურად ქომაგობს, აღმერთებს ფეხბურთს. ჩვენი 30-იანი სტადიონი ყოველთვის ივსებოდა. და ეს მაშინ, როდესაც გუნდმა პირველი წრე გასავარდნ ზონაში, 10 ქულით დაასრულა. იმ პერიოდში მე ჯერ არ ვიყავი გუნდში. მეორე წრეში კი 22 ქულა მოვაგროვეთ.

აი, სტამბოლში, სტუმრად ჩატარებულ თამაშზე 10 ათასი ფანატი გვახლდა. არა, 15! წარმოგიდგენიათ - 15 ათასი ადამიანი გვახლდა გასვლით მატჩზე. და აქ საუბარია უბრალო, მოკრძალებული ამბიციების მქონე გუნდზე.

იქ წარმოუდგენელი, გიჟური ქომაგობაა და ასეთ ატმოსფეროში თამაში ერთ რამედ ღირს. ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად გიმუშავებს და ერთი სული გაქვს, გაახარო ეს დიდებული გულშემატკივრები, რომლებიც თავიანთი შეძახილებით, ზოგჯერ ლანძღვით, მუდმივად წნეხში ამყოფებენ მეტოქეს.

- ამას წინათ საქართველოს ნაკრებში, უელსთან ევროშესარჩევის მატჩში გაიტანე და შეეცადე, დასწეოდი რაკეტა გარეთ ბეილს...
-  ის მართლა ძალიან მაგარია! რამდენჯერმე დავუპირე ბურთის ართმევა. ვცადე გამომეცნო, რას მოიმოქმედებდა ან საით გაიქცეოდა. და მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგივა, ბეილი მაინც გატყუებს! ვერაფრით წაგლიჯავ ბურთს.

ერთმა რამემ გამაკვირვა. აქამდე ვერ გამიგია, რატომ აწვდიდა აუტებს ბეილი - აბსოლუტურად ყველას. მაგალითად, ბურთი მოედნის ცენტრშია, კარიდან 50 მეტრში - ბეილი გარბის მოსაწოდებლად. მარცხენა ფლანგია თუ მარჯვენა - მნიშვნელობა არ აქვს. გეგონება, შტატიანი "აუტისტია".

მართლა უცნაურია. 100 მილიონად ხარ შეფასებული და დგახარ და აუტებს აწვდი... ეს შენი საქმე არაა. გავეცანი ბრიტანულ პრესას და იქაც შოკში არიან...
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ თაკილობენ კარგი ფეხბურთელები შავ სამუშაოს. და მეორეც, აუტს კუთხურივით აწვდის და აბა შენ ხაორ ჩაგაწოდებინებდა
ირაკლი
10:34 06-12-2016
0
Mere she dalocvilo ver naxe eg sheni beili autebs ro kutxurivit isvris sajarimoshi??? Dzalian dzneli misaxvedria???
Emre
09:35 06-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული