შენგელიას ბელგიაში დავუკავშირდით და საინტერესო სიახლე შევიტყვეთ...
- მცირე ტრავმა მაწუხებდა და "ოსტენდესთან" ამის გამო არ მითამაშია. საერთოდ კი, გუნდში ვითარება შეიცვალა - ახალი მწვრთნელი მოვიდა. ის ვეტერანებს ენდობა, მე კი ხან შემადგენლობაში მაყენებს, ხან კიდევ შეცვლაზე მათამაშებს. ასეთ ვითარებაში "ტუბიცედან" წასვლა მირჩევნია და გამორიცხული არ
- რომელ გუნდში შეიძლება გიხილოთ?
- აზიური გუნდია. როგორც ვიცი, "ტუბიცე" ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, რის შემდეგაც სწორედ აზიაში გამანათხოვრებენ. მერე კი, შესაძლოა, აზიელებმა ტრანსფერი გამოისყიდონ და "ტუბიცემ" ამით ფინანსური სარგებელი ნახოს. ეს საკითხი ახლა ირკვევა.
- მაინც რომელია ეს აზიური გუნდი?
- კორეული "დენჯონ სითიზენი". ზაფხულში იქ შეკრებაზე ვიყავით, ამ გუნდთან საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და გოლი გავუტანე. ეტყობა, იქიდან დამიმახსოვრეს. ახლა ჩემთვის იქ თამაში აჯობებს, რადგან სოლიდური გუნდია, ძალიან მაგარი სტადიონი და ინფასტრუქტურა აქვთ. სხვათა შორის, ამ საქმეში კორეული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც არის ჩართული.
- უკეთეს პირობებს გთავაზობენ?
- პირობები უკეთესია, მაგრამ 21 წლის ვარ და დამიჯერეთ, ჯერ ფულზე იმდენად არ ვფიქრობ, რამდენადაც განვითარებაზე. კორეაში ახლა დიდ ფულს აბანდებენ ფეხბურთში და ძალიან კარგი ჩემპიონატიც აქვთ, დაახლოებით - საშუალოევროპული დონის. კარგად მხოლოდ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში არ თამაშობენ. იქ მატჩები ისეთ მაღალ ტემპში მიმდინარეობს, შესაძლოა, ევროპის ბევრ ქვეყანაში არც დასიზმრებიათ, მე კი პროგრესისთვის სწორედ ასეთ ტემპთან შეგუება და ფიზიკური გამძლეობა მჭირდება. საკუთარი თვალებით რომ არ მეხილა, ვერც დავიჯერებდი, ასეთი დონის ფეხბურთი თუ ჰქონდათ.
- ეს გასაგებია, მაგრამ ასეთ ქვეყანაში თამაშობთ და მანდ დარჩენა არ გიჯობთ? ევროპაა მაინც, მეტი ყურადღებაა სკაუტებისგან...
- ბელგიაში მეც მირჩევნია, მაგრამ "ტუბიცე" არც "ანდერლეხტია" და არც "ბრიუგე". ჩემს ვითარებაში კი, 6 თვე კიდევ ბელგიაში დარჩენას ისევ კორეაში თამაში მირჩევნია. აქ გამოცდილება მივიღე, ორთაბრძოლები ვისწავლე და ფიზიკურად მოვმჯობინდი, მაგრამ კორეული გუნდი "ტუბიცეს" ინფრასტრუქტურითაც ჯობია, დონითაც და ფინანსებითაც. მეტი შანსია, რომ კარგად ვითამაშო და მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. თუ არა და, ერთ წელიწადში ისევ ბელგიაში დავბრუნდები. ამ მხრივ სანერვიულო არაფერია, რადგან "ტუბიცეს" ჩემი გაშვება არ სურს.
- კორეაშიც ხომ არ არის პრობლემა ჩვენი პასპორტი?
- ვიზა გვინდა და მეტი არაფერი.
- ბელგიაში კიდევ ორი ქართველი თამაშობს. გიორგი ბერიძისა და ჯიმი ტაბიძის თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?
- ისინი "გენტში" არიან და სათამაშო გრაფიკებიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ ვიცი, რომ დუბლებში თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"