ლეგიონი: ლაშა დვალი და "შლიონსკი" სტუმრად "ლეხიასთან" უშანსოდ დამარცხდნენ

AutoSharing Option
9 დეკემბერს პოლონეთის ჩემპიონატში მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველის ლაშა დვალის გუნდი ვროცლავის "შლიონსკი" სტუმრად გდანსკში "ლეხიასთან" უშანსოდ დამარცხდა - 0:3.

ახალგაზრდა ქართველმა მცველმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

"შლიონსკს" 22 ქულა აქვს და პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე რჩება.

რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ქართველი ლეგიონერების გუნდებს, დღეს, 10 დეკემბერს, ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" "ნეჩეცას" უმასპინძლებს, ხოლო გიორგი მერებაშვილის "ვისლა პლოცკი" "რუხს" მიიღებს. კვირას ვაკო ყაზაიშვილის გუნდი "ლეგია" "პიასტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული