ახალგაზრდა ქართველმა მცველმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
"შლიონსკს" 22 ქულა აქვს და პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე რჩება.
რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ქართველი ლეგიონერების გუნდებს, დღეს, 10 დეკემბერს, ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" "ნეჩეცას" უმასპინძლებს, ხოლო გიორგი მერებაშვილის "ვისლა პლოცკი" "რუხს" მიიღებს. კვირას ვაკო ყაზაიშვილის გუნდი "ლეგია" "პიასტს" ესტუმრება.