კაჭარავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, დუბლი კი საწყის 6 წუთში შეასრულა - ნიკამ ჯერ მე-4 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი ორ წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, გიორგი ილურიძემ - მხოლოდ პირველი ტაიმი, ნიკა ყიფიანმა კი მოედანზე 69 წუთი დაყო.
"ეთნიკოსს" ამ გამარჯვებით 17 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.