ლეგიონი. ნიკა კაჭარავამ საწყის 6 წუთში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში დუბლი გაიფორმა ნიკა კაჭარავამ, რომლის გუნდმა ეთნიკოსის "ახნასმა" "ზაკაკიუს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

კაჭარავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, დუბლი კი საწყის 6 წუთში შეასრულა - ნიკამ ჯერ მე-4 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი ორ წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, გიორგი ილურიძემ - მხოლოდ პირველი ტაიმი, ნიკა ყიფიანმა კი მოედანზე 69 წუთი დაყო.

"ეთნიკოსს" ამ გამარჯვებით 17 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რამდენი ხანია ვიდზახი ეს ბიჭი იმსახურებს ნაკრებში თამაშს,არა ბოლო ცუთებზე ოგონდ
butxa
20:21 11-12-2016
0
რამდენი ხანია ვიდზახი ეს ბიჭი იმსახურებს ნაკრებში თამაშს,არა ბოლო ცუთებზე ოგონდ
butxa
20:24 11-12-2016
0

სიახლეები პოპულარული