ლეგიონის უქმეები: გიორგი ქვილითაიასა და ნიკა კაჭარავას დუბლები [VIDEO]

AutoSharing Option
ნიკა კაჭარავამ კვიპროსში ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ ავსტრიაში პირველად მოახერხა დუბლის შესრულება.

ამას გარდა, აღვნიშნავთ გიორგი მერებაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასებს პოლონეთში.

იტალია. სერია A.
ამ სეზონში პირველად, ლევან მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა, "ემპოლი" კი სტუმრად "ბოლონიას" დაუზავდა - 0:0. რომან ჭანტურია ტრავმირებულია.

იტალია. ლეგა პრო A.
ირაკლი შეყილაძის (90 წუთი, გაფრთხილება) "ტუტოკუოიომ" შინ 0:0 ითამაშა "პრო პიაჩენცასთან".

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანია "სევილია ატლეტიკოს" რიგებში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. მისი გუნდი შინ "რეუსთან" 0:1 დამარცხდა. ჩვენებური კი
63-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძეს ("ხიმნასტიკი") არ უთამაშია "რაიო ვალეკანოსთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში.

გერმანია. ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელს ("ფრაიბურგი") არ უთამაშია "დარმშტადტთან" 1:0 მოგებულ მატჩში.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამომ" დრეზდენში ვერ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "კარლსრუე" - 0:0. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა, მატჩის მიწურულს კი ყვითელი ბარათი მიიღო. "შპორტალმა" მას 3,5 ბალი დაუწერა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის (90 წთ) "მორეირენშე" სტუმრად "შავეშთან" 1:2 დამარცხდა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
"ჟილ ვისენტემ" შინ "კოვილიასთან" 0:0 ითამაშა. ავთო ებრალიძე სასტარტოში იყო, მაგრამ 22-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა მოედანი.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო "ვიტესმა" როტერდამში "სპარტა" 1:0 დაამარცხა.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას (41-ე წუთზე შევიდა) "ტუბიცე" სტუმრად "ანტვერპენს" დაუზავდა - 1:1.

საბერძნეთი. სუპერლიგა.
გიორგი ნავალოვსკის ("ვერია") არ უთამაშია "ასტერასთან" საგარეო მატჩში - 0:0.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
ლაშა დვალის "შლიონსკი" ვერას გახდა სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ "ლეხიასთან" - 0:3. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ნიკა ძალამიძე სათადარიგო იყო, "ლენჩნამ" კი უმისოდ 3:0 მოუგო "ტერმალიცას" და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 4:3 მოუგო "რუხს". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

"ლეგიამ" სტუმრად 5:1 გაანადგურა "პიასტი". ვაკო ყაზაიშვილი სტუმართა რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე წუთში საგოლე პასიც გააკეთა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიამ ავსტრიულ კარიერაში პირველი დუბლი (მე-3 გოლი ჩემპიონატში) შეასრულა, მისმა "რაპიდმა" კი "რიდს" 3:1 მოუგო. ჩვენებურმა 77-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო 81-ეზე პენალტის ნიშნულიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანია. სუპერლიგა.
დავით სხირტლაძის (მე-60 წუთზე შეცვალეს) "სილკებორგი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ლუნგბიუს".

უნგრეთი. OTP-ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა "დირმოტთან" მატჩში, რომელშიც "დიოშდიორმა" 1:0 იმარჯვა, ხოლო ჩვენებურმა ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.

კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის (სათადარიგო) "ერმისი" შინ "ომონიას" დაუზავდა - 2:2.

ქართველთა "ახნასმა" კი 3:1 დაამარცხა "ზაკაკიუ". უკვე პირველ 6 წუთში ნიკა კაჭარავამ დუბლი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენებურმა წინა ტურშიც დუბლი შეასრულა და ჩემპიონატში უკვე 8 გოლი დაუგროვდა. კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც გია გრიგალავამ. გიორგი ილურიძემ მეორე ტაიმი ჩაატარა, რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი კი 69-ე წუთზე შეცვალეს.

ისრაელი. ლიგათ ჰა'ალი.
შოთა არველაძის "მაკაბიმ" სტუმრად ჰაიფას "ჰაპოელი" დაამარცხა - 4:2 და 24 ქულით მეორე ადგილზეა.

უკრაინა. პრემიერლიგა.
სანდრო კობახიძეს არ უთამაშია ყოფილი გუნდის, "ვოლინის" წინააღმდეგ საგარეო მატჩში, რომელიც "ვორსკლამ" 1:0 მოიგო.

დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცი" სტუმრად "ოლექსანდრიასთან" დამარცხდა - 1:2. ქართველი მცველი 84-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი გააფრთხილეს.

ჯაბა ლიპარტიას (90 წთ) "ზორიამ" სტუმრად 2:0 მოუგო "სტალს" და საშემოდგომო ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.

უკრაინა. დუბლები.
ახალგაზრდული პირველობის მთავარ დაპირისპირებაში "დინამო" "შახტარს" უგოლოდ დაშორდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ, სტუმართა შორის კი 63-ე წუთზე შეცვალეს გიორგი არაბიძე.

მოლდოვა. დივიზია ნაციონალა.
აუტსაიდერთა ჯახში ირაკლი ჩომახაშვილის "უნგენიმ" 3:0 გაანადგურა "საქსანი" და ბოლო ადგილი გადაულოცა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა. "უნგენიმ" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

დღეს
ჯაბა კანკავას "რეიმსი" საფრანგეთის ლიგა 2-ში "ორლეანს" სტუმრობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სხირტლადზემაც გაიტანა გოლი
nika
00:41 13-12-2016
0
ქვილითაია და კაჭარავა კარგი ფორვარდები არიან იმედია კიდევ ბევრ გოლებს შეაგდებენ,არ არის ადვილი რაპიდის ძირითადში მოხვედრა მაგრამ როგორც ქვილითაიამ ისე კაჭარავამაც თავიანთ კლუბებში ბოლომდე უნდა იშრომონ და წარმატებებიც ექნებათ,ისე კაჭარავა ბევრად უკეთეს კლუბში თამაშს იმსახურებს.
bebeto
17:28 12-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული