Sportnet.at-მა გიორგი ქვილითაია მე-19 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

AutoSharing Option
ავსტრიულმა გამოცემა sportnet.at-მა ავსტრიის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიას "რაპიდმა" ჩემპიონატის მე-19 ტურში "რიდს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა, 23 წლის ფორვარდმა კი ავსტრიაში პირველი დუბლი გაიფორმა.

- ლეგიონის უქმეები: გიორგი ქვილითაიასა და ნიკა კაჭარავას დუბლები [VIDEO]

"როგორც ჩანს, ქართველი ფორვარდი ნელ-ნელა ფორმაში შედის. "რიდის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქვილითაიამ პირველი დუბლი გაიფორმა. ის თავის პოტენციალს ახლა ამჟღავნებს.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ქვილითაიას გაცილებით მეტი შეუძლია, როცა სრულიად
ჯანმრთელია", - წერს საიტი ქართველზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაიამ თავის თავზე მუშაობა უნდა გააგრძელოს და კიდევ ბევრს გაიტანს,კარგ გუნდსა და კარგ ადგილზეა მოხვედრილი და ეს უნდა გამოიყენოს.ცოტა ხანში საქართველოს ძალიან კარგი ფორვარდი ეყოლება,რაც მთავარია სხვა ქართველი ფეხბურთელებივით შრომა არ უნდა დაიზაროს.
bebeto
16:03 14-12-2016
0

სიახლეები პოპულარული