შალამბერიძე პოლონიას მიუახლოვდა

AutoSharing Option
გოლი და საგოლე პასი, ასეთია ბიტომის "პოლონიაში" ტესტირებაზე მყოფი შემტევი ნახევარმცველის, კობა შალამბერიძის მონაგარი ბოლოს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში. გერმანიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა "პოლონიამ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა საუდის არაბეთის გუნდთან, "ქადიშაიასთან" გამართა და 4:1 მოიგო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წარმატებაში 25 წლის კობა შალამბერიძემ დიდი წვლილი შეიტანა. იგი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მეორე ტაიმი კი სრულად ითამაშა და გოლისა და საგოლე პასისთვის ეს დროც იკმარა. შალამბერიძე იმდენად მონდომებული შევიდა მოედანზე, რომ ორიოდე წუთში დალაშქრა არაბების კარი. 47-ე წუთზე ჩვენებურმა პოლონელთა სხვაობა
კიდევ უფრ სოლიდური გახადა, 3:0. არაბებმა მე-80 წუთზე სხვაობა ორამდე შეამცირეს, მაგრამ 4 წუთში იარეჩკიმ კობას გამოზომილი პასით გაიტანა და სტატუს კვო აღადგინა.

დავძენთ, რომ "პოლონიაში" კობა შალამბერიძის გარდა იაპონელი იუ შიმასაკიც იყო ტესტირებაზე. როგორც გავიგეთ, პოლონელები შიმასაკის გამოემშვიდობნენ, შალამბერიძე კი მოწონთ. კობამ წინა საკონტროლო მატჩიც კარგად ჩაატარა და წესით ბიტომელებმა ჩვენებურს პოლონეთში დაბრუნებისთანავე კონტრაქტი უნდა გაუფორმონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული