ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 17 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინ "კალიარის" დაუპირისპირდა. "ემპოლიმ" ანგარიშით 2:0 იმარჯვა და ორივე გატანილი გოლის ავტორი სწორედ ქართველი ფორვარდია, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 82 წუთი დაყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი გოლი მჭედლიძემ მატჩის მე-8 წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც სათადარიგოთა სკამთან მიირბინა და გუნდელებთან სელფი გადაიღო.

72-ე წუთზე მჭედლიძემ მეორეც გაიტანა, მანამდე კი, 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ემპოლის" ამ გამარჯვებით 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.