ოფიციალური ცნობით, "ტორპედო" ორმა მოთამაშემ დატოვა - გუნდში აღარ იქნებიან ჰოლანდიელი ლეგიონერი, 35 წლის ცენტრალური მცველი იურგენ კოლინი და 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი, რომლებიც ქუთაისურ კლუბში გასულ ზაფხულს ჩაირიცხნენ.
ამსტერდამის "აიაქსში" ნათამაშევმა, გამოცდილმა კოლინმა ხუთივე ოფიციალურ
ჰოლანდიელისგან განსხვავებით, ფალავანდიშვილმა სეზონი სრულად და მშვენივრად ჩაატარა და კლუბის ინფორმაციით, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდათ. თუმცა ქუთაისში გადასვლისას 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "ლელოსთან" ინტერვიუში არ დამალა, რომ კონტრაქტს დეკემბრამდე აფორმებდა, მერე კი უცხოეთში გადასვლას გეგმავდა. მას ხელშეკრულება დაუსრულდა და ქუთაისელთა ცნობით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ფალავანდიშვილი კარიერას უცხოურ კლუბში გააგრძელებს.
ჯერჯერობით, ფეხბურთელი ამ კლუბის დასახელებას ერიდება. ცხადია, საკითხით დავინტერესდით და საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: ფალავანდიშვილის მენეჯერი მამუკა ჯუღელია, რომელიც 2016 წლის დასაწყისში კვიპროსის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის, ახნას "ეთნიკოსის" წილის მფლობელი გახდა. ამ გუნდში უკვე თამაშობენ საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები - გია გრიგალავა, გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა, პლუს, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი.
"ლელოს" ინფორმაციით, ჯუღელი "ეთნიკოსში" ფალავანდიშვილს იწვევს და საბოლოო პასუხი მალე გვეცოდინება. ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ კვიპროსულ კლუბში არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ნათამაშევ ექსტორპედოელს, არამედ ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილსაც იწვევენ - ჯუღელი მისი დიდი ხნის მეგობარი და მენეჯერია.
ფეხბურთელები ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, რადგან ჯერ ტრანსფერის ყველა დეტალი არ დაზუსტებულა და კონტრაქტები არ გაუფორმებიათ. პლუს, მათ სხვა შემოთავაზებებიც გააჩნიათ და იმის თქმა, რომ კვიპროსში აუცილებლად გადავლენ, ნაადრევია. მაგრამ ასეთი შეთავაზება ორივეს რომ გააჩნია, ეს დანამდვილებით ვიცით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"