მარცვალაძე წრის სიმბოლურშია

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მიმდინარე სეზონის პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა. ვოლგისპირელთა გუნდის ამ შედეგიან ასპარეზობაში ლომის წვლილი შეიტანა "ვოლგას" ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ. ნაკრების ფორვარდი 18 შეხვედრაში გატანილი 9 გოლით შეეწია გუნდს. მარცვალაძის ეს შედეგიანობა მასმედიასაც არ დარჩა შეუმჩნეველი. ვებგვერდმა ონედივისიონ.რუ-მ პირველი წრის სიმბოლური ნაკრებში დაასახელა და რჩეულთა 11-ეულში ოთარ მარცვალაძეც შეიყვანა - ორი თავდამსხმელიდან მარჯვენა ფრთაზეა გაამწესა.

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ნიჟნინოვგოროდელთა გუნდში მარცვალაძის გარდა კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელია - მცველები ედიკ საჯაია და გიორგი ნავალოვსკი,
ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა. იმასაც დავამატებთ, რომ ედიკ საჯაია, რომელმაც ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა უკეთ გრძნობს თავს და იმედოვნებენ, რომ თვის ბოლოსთვის მწყობრში ჩFადგება. "ვოლგა" სეზონს 30 ივლისს განაახლებს. ჩვენებურთა გუნდი ვოლგისპირულ დერბიში "როტორს" სტუმრად ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული