ადამიას გოლი უნდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოირლანდიურ "პორტდაუნთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, გიორგი ადამია და მისი გუნდი "ყარაბახი" ჩრდილოელებს საპასუხო შეხვედრაში დღეს უმასპინძლებენ. ამ მატჩის წინ აზერბაიჯანული პრესა ქართველი თავდამსხმელის აზრით დაინტერესდა. ვებგვერდ ეხტრატიმე.აზ-თან საუბარში გიორგი ადამიას "პორტდაუნთან" განვლილ და დღეს გასამართ მატჩზე დაეკითხნენ.

"პორტდაუნი" ზუსტად ისეთივე გუნდია, როგორსაც ველოდით. ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, დაცვაში ყურადღებით თამაშობს და კონტრიერიშებზეა ორიენტირებული. სტუმრად 2:1 მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი ფორა გვაქვს. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში ფრესა და ძალების დაზოგვაზე კი არ უნდა
ვიფიქროთ, არამედ "პორტდაუნი" კიდევ ერთხელ უნდა დავამარცხოთ.
გასვლით შეხვედრაში ძალიან მინდოდა ბურთის გამეტანა. მინდოდა ეს გოლი თანაგუნდელისა და მეგობრის, რაშიდ სადიგოვის ახლშეძენილ შვილისთვის მიმეძღვნა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არადა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვარ მომზადებული, მაგრამ რაღაც არ გამომდის, გოლი მაინც ვერ გავიტანე. ყველანაირად შევეცდები "პორტდაუნთან" ეს ბაქოში მაინც მოვახერხო", -აღნიშნა "ყარაბახის" ფორვარდმა გიორგი ადამიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული