რევაზ ჩელებაძე: ბოდიში, ჯანო, 16 წლის ბიჭს 100 ათასის აღებაში რომ დაგეხმარე

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოსთან" საუბარში ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ჯანო ანანიძის იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა მასთან ურთიერთობის დეტალებსა და თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.

- ჯანო ანანიძე: რევაზ ჩელებაძეს ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" აგენტივით სურდა...

რევაზ ჩელებაძე არ მალავს, რომ ინტერვიუმ გააოგნა და გული ძალიან დაწყვიტა:

"ამ ინტერვიუმ გამაოგნა! ჯანოსთან პოლემიკას არ ვაპირებ, ღმერთმა გაუმარჯოს და წარმატებებს ვუსურვებ! მაგრამ მიკვირს, საიდან ასეთი უმადურობა?

არ ვიცი, ხელფასის წილზე ვინ რა უთხრა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომითხოვია. სხვათა შორის, თავად კი არ დამშორდა,
ურთიერთობაზე უარი ჩემი ნებით ვთქვი, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რაღაც კარგად აღარ იყო. გული მწყდება და მისი ასეთი საქციელი ვერ ამიხსნია.

ბოდიშს ვიხდი, რომ დავეხმარე ნიჭიერ ბიჭს, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში მარტოს გაუჭირდებოდა - გვერდში მდგომი თუ არ გყავს, ცნობილ კლუბებთან ურთიერთობა ძნელია. სხვაგვარად, 13 წლის ბიჭს კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკში" გზა ასე იოლად არ გაეხსნებოდა.

იმისთვისაც ბოდიშს ვიხდი, რომ 16 წლის ბიჭს 100 ათასი ავაღებინე და ეტყობა, იმაშიც დამნაშავე ვარ, რომ მის ამბავში ჩავერიე და მოსკოვის "სპარტაკის" დუბლების მწვრთნელმა გასინჯვაზე მეტი ათამაშა. მისი მომავლის გამო კიევის "დინამოსთან" მისასვლელი დავკარგე და ამისთვისაც ბოდიში მე უნდა მოვიხადო!.."

რევაზ ჩელებაძესთან სრულ ინტერვიუს sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მინდა ეს ყველაფერი სამწუხარო გაუგებრობა იყოს.
სოსო
18:19 28-12-2016
0
ჯანოს უფრო დაეჯერება აქ ჩემო ჩელე...რაც უფრო ნაკლებს გაქექავთ კიდევ ის ჯობია :)
dato
17:06 26-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული