გიორგი ნავალოვსკი ბაქოს "ნეფთჩის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველი გიორგი ნავალოვსკი ბაქოს "ნეფთჩის" ღირსებას დაიცავს. როგორც azerisport.com იტყობინება, ხელშეკრულება აზერბაიჯანულ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ერთი წლით გაფორმდა. გიორგი ბაქოურ გუნდში 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნავალოვსკის აზერბაიჯანში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2010 წელს ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. ბოლოს კი ფეხბურთელი ბერძნულ "ვერიაში" გამოდიოდა, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გიორგი ნავალოვსკის სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "ოლიმპიკში", ასევე, რუსულ კლუბებში: "ანჟიში", "ვოლგაში", "ხიმკიში", "მეტალურგ-კუზბასში", "სკა ენერგიასა" და  "ტოსნოში" უთამაშია.

რაც შეეხება მის ახალ გუნდს, ბაქოს "ნეფთჩის" აზერბაიჯანის 8-გუნდიან ჩემპიონატში, 14 ტურის შემდეგ, ბოლოსწინა, მე-7 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული