გიორგი ნავალოვსკი: არ მგონია, რომ "ნეფთჩიში" გადასვლის გამო ნაკრებში აღარ მიმიწვევენ

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩის" ახალწვეულმა გიორგი ნავალოვსკიმ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა. საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველი აზერბაიჯანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მასთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

- გიორგი ნავალოვსკი ბაქოს "ნეფთჩის" ღირსებას დაიცავს

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "ნეფთჩიში"?
- ძალიან კარგი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელს სურდა გუნდში ჩემი ხილვა. მე დავთანხმდი. მიხარია, რომ ასეთი დიდ კლუბში ვითამაშებ.

- მაგრამ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა...
- "ნეფთჩი" მართლა არ უნდა იყოს ამ ვითარებაში, რადგან დიდი კლუბია. მინდა
დავეხმარო გუნდს და კლუბში ახალ მეგობრებთან ერთად მივაღწიო საუკეთესო შედეგებს. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება.

- აზერბაიჯანში მეორედ ხართ. უწინ "ინტერში" ირჯებოდით, ჩემპიონობისთვის...
- მიხარია, რომ ისევ ვითამაშებ აზერბაიჯანის ჩემპიონატში. კარგად მახსოვს ჩემი გამოსვლა "ინტერში". მაშინ გუნდში ბევრი ქართველი თამაშობდა და კოლექტივში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა. სწორედ იქ გავიცანი ელხან აბდულაევი (რედ: "ნეფთჩის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი).

მჯერა, "ნეფთჩიში" ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. სხვა გზა არცაა. შევასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს და გავახარებთ ქომაგს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სატურნირო მდგომარეობა გამოვასწოროთ.

- დღეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების ნაკლებობაა. ეს თქვენთვის პრობლემა არ იქნება?
- ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შემექმნება, რადგან ბაქოში მიცხოვრია და კარგად ვიცნობ ცხოვრების აქაურ ნირს. ხოლო ის, რომ აქ ქართველი ფეხბურთელების სიმცირეა, ამას მნიშვნელობა არ ენიჭება.

- ჩემპიონატისგან განსხვავებით, "ნეფთჩი" ქვეყნის თასზე ასპარეზობს კარგად, სადაც ნახევარფინალშია გასული და "ყარაბაღს" დაუპირისპირდება. როგორია ამ ბარიერის დაძლევის შანსი?
- "ყარაბაღი" ძალიან ძლიერია, მაგრამ ბურთი მრგვალია, მინდორი კი - სწორი. ასე რომ, ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფინალში გავიდეთ, წარმატებას მივაღწიოთ და ევროთასების საგზური მოვიპოვოთ.

- უკვე იცით, ბაქოში სად დაბინავდით?
- ჯერ არ ვიცი, სად ვიქნები. ჯერ შეკრება გვექნება, რის შემდეგაც ვიზრუნებ ბინაზე. სავარაუდოდ, ბაქოში ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ.

- არ შიშობთ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშის გამო საქართველოს ნაკრებში ადგილს დაკარგავთ?
- ასე არ ვფიქრობ. რატომ უნდა შემიმცირდეს ნაკრებში გამოძახების შანსი? მთავარია, სტაბილურად ვითამაშო კლუბში და ვიყო ფორმაში, რათა ნაკრებსაც გამოვადგე. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფრის გაღება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"მიხარია, რომ ასეთი დიდ კლუბში ვითამაშებ"-იმედია ამას სერიოზულად არ ამბობ, ის მაინც გეთქვა, რომ შესანიშნავი სტადიონი, პირობები მოსამზადებელი, ნეფჩი თუ დიდი კლუბია, ნეტა რეალ რაღა უნდა უწოდო?
llcl
17:57 27-12-2016
0
ნეფჩი საკმაოდ ამბიციური გუნდია,
უგუნდო ხალხს იძახებენ და ნეფჩის ძირითადის ფეხბურთელი რატო უნდა დატოვონ..
მაგრამ ეს ხო საქართველოა..
წარმატებები ახალ გუნდში
Rezo
17:40 27-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული