ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კაჭარავა - ისევ კვიპროსი თუ პოლონეთი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევის, ნიკა კაჭარავას გადაბირება კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ აპოელ-ს სურს.

ეს გუნდი წლების განმავლობაში გამორჩეულია კვიპროსში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ აპოელ-ს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

კაჭარავას მიმართ არის პოლონური ინტერესიც. როგორც შევიტყვეთ, აქტიურობს რამდენიმე გუნდი, მათ შორის, განსაკუთრებით - პოზნანის "ლეხი".

კაჭარავამ, შესაძლოა, იანვარშივე დატოვოს ახნას "ეთნიკოსი", ან ზაფხულამდე მოიცადოს და ამის შემდეგ წავიდეს ახალ კლუბში. ყველა შემთხვევაში, მისი ახალი ნავსაყუდელი დღევანდელზე უკეთესი უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ