კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი მატჩის 67-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2:0 გახადა, მაგრამ 4-წუთიან მონაკვეთში "ეთნიკოსმა" 3 გოლი გაუშვა. "ომონიამ" 71-ე, 74-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა.
"ეთნიკოსის" შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი ილურიძეს, გია გრიგალავა კი განაცხადშიც არ იყო.
17 ტურის შემდეგ "ეთნიკოსი" 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.