ლეგიონი: ნიკა კაჭარავამ 2017 წელი გოლით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში მორიგი გოლი გაიტანა ნიკა კაჭარავამ. კაჭარავას "ეთნიკოსი" მორიგ ტურში "ომონიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი მატჩის 67-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2:0 გახადა, მაგრამ 4-წუთიან მონაკვეთში "ეთნიკოსმა" 3 გოლი გაუშვა. "ომონიამ" 71-ე, 74-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეთნიკოსის" შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი ილურიძეს, გია გრიგალავა კი განაცხადშიც არ იყო.

17 ტურის შემდეგ "ეთნიკოსი" 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული