პირველი არხი პირველზეა

AutoSharing Option
შაბათს სპორტკომპლექს "ირაოზე" "ლელოს" ყოფილი რედაქტორის მიხეილ კაკაბაძის ხსოვნის ტურნირი - "კუწას თასი" გაიმართა სპორტულ ჟურნალისტ გოგონათა 7 გუნდის მონაწილეობით. ტელევიზიები - "I არხი", "რუსთავი 2", "იმედი", გაზეთი "ლელო", რადიოარხები - "ჯაკო," სტარ FM და ვებგვერდი გოლი.გე. "ლელო" გოლი.გე-სთან 0:1 დამარცხდა, მერე კი "რუსთავი 2"-ს ამავე ანგარიშით სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

მაია ჯიჯავა, სალომე ხარატიშვილი, ანა ხითარიშვილი, ხატია ცარციძე, შორენა ცხადაძე - ეს "ლელოს" გუნდია, რომელსაც მწვრთნელთა კურსების გავლის შემდეგ ჩვენი კოლეგა ლევან ჯანეზაშვილი ხელმძღვანელობდა.

ბოლოსწინა რაუნდში "ლელომ" პენალტების სერიაში
"I არხთან" 2:3 წააგო, მეორე ნახევარფინალში კი ამ უკანასკნელმა გოლი.გე დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში გოლი.გე -მ კვლავ აჯობა "ლელოს"ამჯერად პენალტების სერიაში - 3:2. რაც შეეხება ფინალს, "I არხმა" სტარ FM 3:0(პენალტებით, ძირითადი დრო 0:0) დაამარცხა და მთავარ პრიზს დაეუფლა - ნინო გაბელია, მარი ჭელიძე, თათია ახობაძე, მარი ბერძენიშვილი, ელენე იაშვილი.

საუკეთესოდ დასახელდნენ: ნინო გაბელია - მეკარე (ლეგენდარული მეკარის ოთარ გაბელიას ძმისშვილი, "I არხი"); მარი ჭელიძე - მცველი ("I არხი"); თათია ახობაძე - ბომბარდირი (5 გოლი, "I არხი"); გვანცა ვაჩაძე - საუკეთესო ფეხბურთელი (სტარ FM); დიანა სურმანიძე - საიმედო მეკარე (სტარ FM).

გამარჯვებული, პრიზიორი გუნდები და გამორჩეული მოთამაშეები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ქალთა ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო სორდიამ და მიხეილ კაკაბაძის შვილიშვილმა თეონა კაკაბაძემ დააჯილდოვეს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული