"დინამოს" გენერალურ დირექტორად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა

AutoSharing Option
კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე დღეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ისაუბრეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის მთავარ მენეჯერად დღეს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი (ბუბა) ტყავაძე შეცვალა.

კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, დღეიდან "თბილისის დინამოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ძველი დიდების და სახელის დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი "დინამოს" განვითარების კონკრეტულ გეგმებს სახავს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სამწვრთნელო შემადგენლობა,
ასევე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კლუბის პოპულარიზაციას და ძლიერი ფანკლუბის ჩამოყალიბებას.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, "დინამოს" მთავარი მიზანი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება აღარ იქნება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას უფრო დიდი ამბიციები გააჩნია. "ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს მომავალში კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში ჩაებას", - აღნიშნა კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა პოლოლიკაშვილი გეგმავს აქტიურად გამოიყენოს თავისი კონტაქტები ისეთი პოპულარული ესპანური საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და სხვები. პოლოლიკაშვილი ამ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე თვეში გეგმავს.


"ინტერპრესნიუსი"






.
მკითხველის კომენტარები / 4 /

ხმამაღალი განცხადებები მაგრად იციან

გუნდის მშენებლობას ცოდნა უნდა -

რამდენიმე თვეში გამოჩნდება თუ აქვთ რამე უკეთEსის გაკეთების თAვი
otar
10:46 04-03-2011
0
ამ ხმამაღალი განცხადებების გაკეთების ფასი არის ნოლი

თუ რამის თAვი აქვთ გამოჩნდება რამდენიმე თვეში.
otar
10:43 04-03-2011
0

სიახლეები პოპულარული