შალვა დემეტრაძე: გიორგი ისე ნერვიულობს, თურმე თვითმკვლელობაც უცდია

AutoSharing Option
სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ბრალდებულის, გიორგი დემეტრაძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის კომენტარი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს განაჩენს, სავარაუდოდ, 11 მარტს გამოუტანს.

ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოტანამდე დაგეგმილია ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოსმენა. ხანგრძლივი პორცესის შემდეგ ის მაინც გაირკვა, რომ ბრალდება დემეტრაძისთვის მაქსიმუმ 8, მინიმუმ კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - ფეხბურთელის სრულ და უპირობო გამართლებას.

"დემეტრაძესთან ერთად, განაჩენს დავით ფეიქრიშვილსა და დავით გაგნიძეს, აგრეთვე ძებნაში მყოფ ვატო ყიფიანსაც გამოუტანენ. ყველა მათგანს ბრალი ქურდული სამყაროს
წევრობაში ედება. გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილი, დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ აღიარებენ.

საქმე 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. "მაზავშჩიკებთან" მოგებულ თანხებს ეხება. თანხების ამოღებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ, აღნიშნული პირები ეხმარებოდნენ. მოგებული თანხის ნაწილი ე.წ. ქურდულ ობშიაკშიც მიდიოდა.

ამავე საქმეში ბრალდებულია შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდა.

ფეიქრიშვილს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 8 ივლისს შეეფარდათ. ისინი გლდანის №8 საპყრობილეში არიან გადაყვანილნი. დაუსწრებლად დაპატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა", - იუწყება "ინტერპრესნიუსი".

ცხადია, ყველა საქმეს გარკვეული საფუძველი გააჩნია. გიორგი ხვდება, რომ დიდ შარში გაეხვია და მომხდარს ძალიან განიცდის. ფეხბურთელის მამის, შალვა დემეტრაძის თქმით, გიორგის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

"მესმის, რთული საქმეა, მაგრამ გიორგი თავს დამნაშავედ არ თვლის. ვიტოვებ იმედს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ჩემ შვილს გაამართლებენ. ხომ იცით, გიორგი როგორი მხიარული ადამიანი იყო, ახლა, ვერავინ ცნობს, დეპერესიაშია, არ ჭამს, ძალიან ნერვიულობს და ისიც მითხრეს, თვითმკლელობა სცადაო. რაც არ უნდა მოხდეს, მამა ვარ და ძნელია ამ ყველაფერს შევეგუო. რა ვქნა, რა გზას დავადგე, შვილი ციხისთვის არ მემეტება. არ ვიცი, რა გვეშველება და ძალიან განვიცდი. გიორგის დანაშაულში დარწმუნებული რომ ვიყო, ხელს არ დავაფარებდი. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ დიდი ბავშვია, ცხოვრებაში ბევრი შეცდომაც დაუშვია, მაგრამ ბოროტი არასდროს ყოფილა", - გვითხრა შალვა დემეტრაძემ.

შევიტყვეთ, რომ ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა საპროცესო შეთანხმების მცდელობა.

ძალიან დასანანია დემეტრაძის მდგომარეობა: საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გულიანი ფეხბურთელი, სამი ქვეყნის (საქართველოს, რუსეთის, უკრაინის) საუკეთესო ბომბარდირი მოედანზე თავის გამოჩენის ნაცვლად, ციხის საკანს ხეხავს. არადა, ვინც გიორგი დემეტრაძეს იცნობს, ყველას უკვირს, სად გიორგი და სად ქურდული სამყარო, ტოტალიზატორში როგორ არ თამაშობდა, მაგრამ ეს ქურდულ სამყაროსთან რა კავშირშია?





.


მკითხველის კომენტარები / 9 /
დემე, გამაგრდი!
ყველაფერი გვახსოვს, ყველაფერს ვხედავთ. ბევრნი ვართ!
ხალხო, ერთი კაცურად დავაჭექოთ ჰიმნების მერე. ბევრნი ვართ! ეფექტი იქნება!
gul she
20:11 25-03-2011
0
მივმართავ ქართული სპორტის ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს.
რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. გამოაცხადეთ შეხვედრის დრო და ადგილი. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით(ბანერის ფულსაც შევაგროვებთ), თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად.
გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
dato
23:59 23-03-2011
0

სიახლეები პოპულარული