ერთი სიტყვით, გუშინ
- გვინდა ეს ტურნირი მაღალ დონეზე, ქვეყნის პრეზიდენტის პატრონაჟით ჩატარდეს და ამის თაობაზე წერილითაც მივმართე. სიახლეა ის, რომ პრეზიდენტის კანცელარიიდან წერილი სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მკითხეს თუ რამდენი მატჩი იყო დაგეგმილი და სად. ჩვენი გეგმით, 4 მატში ეროვნულზე ჩატარდება, 2 - ვაკის არენაზე.
- როგორც ადრე გითხარით, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის მხარე თანახმაა ჩამოვიდეს თბილისში. ქვეყნების ნაკრებებს სხვა წინადადებებიც აქვთ და ბუნებრივია, კალენდრის გარკვევა უნდათ. ამიტომაც ჩქარობენ კონტრაქტის გაფორმებას. სამხრეთამერიკულ მხარესთან ხელშეკრულება 15 აგვისტომდე უნდა გავაფორმოთ.
- ტურნირის ორგანიზებას სპონსორები სჭირდება. ამ საკითხზე უკვე მივმართეთ რამდენიმე კომპანიასა და ორგანიზაციას. ტურნირი მათთვის და მათი პროდუქციისთვის საუკეთესო რეკლამა იქნება, თანაც არა მარტო საქართველოში. ამ გათამაშების მატჩების ტელეტრანსლაციით უკვე დაინტერესდნენ ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ტელეკომპანიები.
ტურნირს არა მარტო საფეხბურთო და სპორტული, არამედ სხვა დატვირთვაც აქვს. კერძოდ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნებს შორის, კულტურული და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.
- ჩვენი ჩანაფიქრი ასეთია, საქართველოს ნაკრებმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს. საამისოდ, ფეხბურთელებს
მომზადება სჭირდება. გვინდა ამ ტურნირის დასრულების შემდეგ, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიდან შევარჩიოთ გამორჩეული ახალგაზრდა ტალანტები და ისინი სტაჟირებაზე მივავლინოთ ბრაზილიასა და არგენტინაში... კიდევ ერთი კარგი ჩანაფიქრი გვაქვს. ტურნირის დამთავრების შემდეგ, საქართველოში თითო ქართულ-ბრაზილიური და ქართულ-არგენტინული საფეხბურთო სკოლა გვინდა გავხსნათ. შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს. ისინი მზად არიან ტურნირისთვის ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მომზადება უზრუნველყონ.
- სტუმართა გუნდების ჩამოყვანისა და აქ ცხოვრებისთვის, ასევე მათი ჰონორარისთვის თანხაა საჭირო და იმედი გვაქვს ხელისუფლებასთან, დედაქალაქის მერიასთან ერთად, სპონსორებიც მხარში დაგვიდგებიან. ტურნირის გახსნა თბილისობის დღესასწაულს ემთხვევა და თუ დაფინანსება იქნება, მეტი ეფექტისთვის შემიძლია საფეხბურთო ნაკრებების გარდა, მოცეკვავეებიც ჩამოვიყვანოთ სამხრეთ ამერიკიდან. კერძოდ, მულატ ქალთა საცეკვაო ჯგუფი ბრაზილიიდან და ტანგოს მოცეცკვავეეთა ჯგუფი არგენტინიდან.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიკო პატარქალიშვილმა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები წარმოგვიდგინა. კერძოდ, ქორეოგრაფი რევაზ ჭანიშვილი, მომღერალი და კომპოზიტორი რომან რცხილაძე, რეჟისორი ოთარ მიქელაძე, მხატვარი ბესო ციბაძე და აუდიტი თემურ ჭელიძე. ამ უკანასკნელს, ტურნირის შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვა დაევალება. ბესო ციბაძე ტურნირისთვის სპეციალურ ლოგოს შექმნის. რევაზ ჭანიშვილი, რომან რცხილაძე და თემურ ჭელიძე სცენარსა და რეჟისურაზე იმუშავებენ. ამ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაგვპირდნენ, რომ საერთაშორისო ტურნირის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი გამორჩეული იქნება და ჩვენი კულტურულ-ისტორიული ელემენტებით იქნება გაჯერებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"