გიორგი ხიდეშელი "კარპატიში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კანდიდატს, "ზესტაფონის" ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელს უკრაინაში გადასვლას სთავაზობენ. 23 წლის ფეხბურთელით ლვოვის "კარპატის" ხელმძღვანელობა გასულ წელს დაინტერესდა, როდესაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-უკრაინული დაპირისპირება შედგა.

"კარპატის" მთავარ მწვრთნელ ოლეგ კონონოვს ტანმაღალი და გონიერი ქართველი (191 სმ) მცველი იმდენად მოეწონა, ფეხბურთელსაც და ზესტაფონელთა თავკაცებს დღემდე ეხმიანება, სურს, ახალ სეზონამდე ლვოვურ კლუბში გადაიბიროს.

გიორგი "კარპატიში" ზამთარში არ გაუშვეს. კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია იმედოვნებს, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც იასპარეზებს. ეს ის მიზანია, რომლის
გამოც წამყვანი ფეხბურთელების გაშვება არ სურს. კოკაია დარწმუნებულია და არ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ პრესტიჟულ გათამაშებაში წარმატება გუნდის წევრებს დღევანდელზე მეტ ფასს შესძენს და უკეთეს კლუბებსა და ლიგებში გადასვლის პერსპექტივა ექნებათ.

თუ ხიდეშელის ტრანსფერი ახლა არ შედგება, გიორგის "ზესტაფონთან" კონტრაქტი ზამთარში უმთავრდება, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და "კარპატი" იქამდეც დაელოდება - კონონოვი ქართველ მცველს სწორედ ასე აიმედებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული