თბილისის "დინამოში" მუშაობის პარალელურად, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია უეფაშიც აგრძელებს საქმიანობას - რამდენიმე დღის წინ იგი ასტანაში ჩავიდა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით ასტანა-არენაზე იქაური ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების პრესატაშეებს მედიასემინარი ჩაუტარა.
სემინარის შემდეგ კვარაცხელია ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების ევრო2012-ის ჩემპიონატის ა ჯგუფის შესარჩევი მატჩის მედიახელმძღვანელი გახლდათ.
ამის შემდეგ ქართველი მედიაოფიცერი უკრაინაში უკრაინა-საფრანგეთის ამხანაგურ მატჩზე გაემგზავრა მივლინებით.