პატარების შეჯიბრების ნახევაფინალებში ლანჩხუთელებმა ფოთელ თანატოლებს აჯობეს, ხოლო ბათუმელებმა თანაკუთხელები - ქობულეთელები დაამარცხეს. ფინალურ შეხვედრაში გოჩა ყულეჯიშვილის გაწვრთნილმა "ადელმა" მასპინძლები 7:4 დაამარცხა და იმედო დუნდუას თასის მფლობელი გახდა.
ასევე ლანჩხუთურ-ბათუმური გამოდგა ანდრო ჟორდანიას ხსოვნის ტურნირის ფინალი - მანამდე კი გურული დერბი მასპინძლება
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჭაბუკთა შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა და მისი თანაშემწე გია ხიზანიშვილი. ნაკრების მწვრთნელები კმაყოფილები დარჩნენ და რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშეც ჩაინიშნეს.
"ორივე ტურნირს ჩვენი ფედერაცია ატარებს. წლევანდელი ფინალური ეტაპები განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა. რაც ყველაზე მთავარია, კარგი თაობა მოდის" - გვითხრა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა კახა ებრალიძემ. აქვე გეტყვით, რომ მისი ვაჟი - გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ტურნირზე და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ყოფილი წევრის იმედო დუნდუას ხსოვნის ტურნირს მისივე სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ხოლო ანდრო ჟორდანიას ხსოვნის ტურნირს - ერთ დროს ლეგენდარული მწვრთნელის სახელობის "გურიას"სტადიონმა.
მამუკა ქანთარია ლანჩხუთიდან