"მიხეილ მესხის" სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ტექნიკა შევიდა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.

პირველ ეტაპზე, აიღეს მოედნის საფარი. შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა მიწის აღება და გატანა, რათა მოედანი ახალი დრენაჟისთვის მომზადდეს.

შეგახსენებთ, რომ "მიხეილ მესხის" სტადიონისა და კიდევ სხვა რამდენიმე მოედნის საფარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეკვეთით, ბერძნული კომპანია "SIMOUNOVITS KRISTIAN & SIA O.E" გააკეთებს.

ამ ეტაპზე, მთავარი ამოცანაა, სტადიონი მომზადდეს 1 სექტემბრისთვის, როცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ამისთვის, დაჩქარებული
ტემპებით გაკეთდება ახალი გასახდელები, ვიპ-ლოჟა, პრეს-ლოჟა და ა.შ.

"მიხეილ მესხის" სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული