ახალი აღმასკომის ახალი კანდიდატები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობა 25 ივნისს გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი აღმასკომის წევრთა არჩევა იქნება. გუშინ, 18 საათზე დასრულდა კანდიდატების წარდგენის ვადა, რისი უფლებაც მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს ჰქონდათ.

აღმასკომის წევრობის კანდიდატები არიან:
1. კახაბერ ებრალიძე (წარადგინა გურიის რფფ-მ)
2. ვალერი მანაგაძე (იმერეთის რფფ)
3. გიორგი რევაზიშვილი (შიდა ქართლის რფფ)
4. სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რფფ)
5. ლევან ფხაკაძე ("ტორპედო" ქუთაისი)
6. გოჩა როსტომაშვილი (კახეთის რფფ)
7. ვიქტორ გრძელიშვილი (მცხეთა-მთიანეთის რფფ)
8. გია შარაბიძე (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რფფ)
9.
გელა მაისურაძე (სამცხე-ჯავახეთის რფფ)
10. მურად ანჯაფარიძე (აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფფ)
11. ალექსანდრე ჩივაძე (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი)
12. გიორგი ფირცხალავა (ქალთა ფეხბურთის ასოციაცია)
13. ვახტანგ ქორიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფფ)
14. გიორგი ასანიძე (საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი)
15. ლაშა მინდელი (ქვემო ქართლის რფფ)
16. ვლადიმერ ვარძელაშვილი ("დინამო" თბილისი და სკ "მგლები", ზუგდიდი)
17. დავით ნამგალაური (ფუტსალის ასოციაცია)
18. ნუგზარ ლომთაძე ("სიონი", ბოლნისი)
19. სერგო გაბელაია (სამხრეთ ოსეთის ფფ)
20. გრიგოლ ცაავა (თბილისის ფფ).

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ავტომატურად ითვლება აღმასკომის წევრად და თავმჯდომარედ. წარდგენილი 20 კანდიდატიდან აღმასკომში 18-ს აირჩევენ.

წინა აღმასკომთან შედარებით, მნიშვნელოვანი სიახლეები მოსალოდნელი არ არის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულმა გელა მაისურაძემ ტარიელ ხაჩიძე შეცვალა. ადრე დავით ნამგალაური ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირმა წარადგინა, ამჯერად - ფუტსალის ასოციაციამ. მის ნაცვლად პროფკავშირმა ყრილობის დელეგატებს გიორგი ასანიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელიც აქამდე "სამტრედიას" რჩეული იყო. ახალი კანდიდატები არიან "ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე და "სიონის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ლომთაძე.

აღმასკომში კერძო კლუბები ამჯერადაც მწირად იქნებიან: სიაში არ ჩანან "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "გაგრას", რუსთავის "მეტალურგის", მარტვილის "მერანის" წარმომადგენლები. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბების და ფედერაციის წარმომადგენელთა ბოლო შეხვედრაზე ამ საკითხზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ...

ვერ შეედავები, თუმცა უჩვეულოა - კერძო კლუბების ხმა უფრო მეტად უნდა ისმოდეს და ისმინებოდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული