"დინამომ" და "ატლეტიკომ" მემორანდუმი გააფორმეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს დღეს, 17 ივნისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ და გენერალურმა დირექტორმა კლემენტე ვალვერდემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი კლუბებს შორის სხვადასხვა ტიპის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას გულისხმობს, კერძოდ, საუბარია ქართველი მწვრთნელებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ესპანეთში მომზადების პროგრამებზე. გარდა ამისა, "დინამოსა" და "ატლეტიკოს" შორის დაიგეგმება ამხანაგური მატჩები, რაც ქართველ ფეხბურთელებს მეტი გამოცდილების შეძენაში და სათამაშო დონის ამაღლებაში დაეხმარება.

როგორც კლუბების ხელმძღვანელები
სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავდნენ, მათ დიდი იმედი აქვთ, რომ მეგობრული ურთიერთობები და გაფორმებული ხელშეკრულება შედეგს უახლოეს მომავალში გამოიღებს და ეს "დინამოს" წარმატებებზე აუცილებლად აისახება.

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო და გენერალური დირექტორი კლემენტე ვალვერდე თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, "დინამოს" მოწვევით იმყოფებიან.

ხელშეკრულების გაფორმებისა და ეროვნული სტადიონის დათვალიერების გარდა, ესპანელმა სტუმრებმა შეხვედრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთანაც გამართეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული